ილიას მამა გრიგოლი ჭავჭავაძე დაბადებულა 1811 წელს.გრიგოლი თავისი ძმების მსგავსად ერთხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად,თუმცა მან 32 წლის ასაკში დაანება თავი სამხდერო სამსახურს,რადგან გრიგოლის სამივე უფროსი ძმა ომში დაიღუპა და მათ გაუყიფელ ოჯახს სხვა პატრონი,გარდა გრიგოლისა,არა ჰყავდა.აღსანიშნავია,ამას გარდა,რომ გრიგოლის უფროსი ძმების შემდეგ, რომლებიც,როგორც ჩანს,ფართო,ხელგაშლილ ცხოვრებას ეწეოდნენ,დიდი ვალები დარჩენიათ,რამაც ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო.
გრიგოლმა,როგორც აღვნიშნეთ,სამხედრო სამსახურში მხოლოდ რამდენიმე წელიწადი დაჰყო,ხოლო მეტწილად იგი სოფელში ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობას მისდევდა.გრიგოლი თბილისთანაც არ წყვეტდა კავშირს,სადაც იზრდებოდნენ მისი შვილები.კერძოდ გრიგოლი არა იშვიათი სტუმარი ყოფილა თავისი მოგვარის,პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახისა.
მას შემდეგ,რაც ილიას მამა გრიგოლი სოფელში დასახლდა,მისი ცხოვრება ვერ მოეწყო ბედნიერად.გრიგოლს გარდაეცვალა ახალგაზრდა მეუღლე(1848 წელს) და წვრილშვილებზე ზრუნვა მას დააწვა ტვირთად.ამით იყო,ჩანს,გამოწვეული ის გულჩათხრობილობა,რომელიც დასჩემდა გრიგოლს.
ილიას მამამ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა,რათა შვილებს სათანადო განათლება მიეღოთ.გრიგოლმა,მიუხედავათ დიდი ხელმიკლეობისა,თავისი უფროსი ვაჟი კონსტანტინე,თბილისში სასწავლებლის დამთვარების შემდეგ,რუსეთში,მოსკოვის უნივერსიტეტში გააგზავნა განათლების მისაღებად.
ასევე,თავისი ხანმოკლე სიცოცხლი მანძილზე სწავლის გზაზე დააყენა თავისი უმცროსი შვილები.აღსანიშნავია,რომ გრიგოლი,სმხედრო კაცი თავის შვილებს ზრდიდა არა სამხედრო,არამედ სამოქალაქო სასწავლებლებში,და ეს მაშინ,როდესაც იმდროინდელი თავადაზნაურობა ასე ესწრაფვოდა სამხედრო სამსახურს.გრიგოლმა ასევე იზრუნა არამარტო ვაჟების განათლებაზე,არამედ თავის უფროს ქალიშვილსაც მისცა განათლება.
გრიგოლი შედარებით ახალგაზრდა კაცი, 41 წლისა,1852 წელს,გარდაიცავალა,როდესაც ილია 15 წლისა იყო და გიმნაზიაში სწავლობდა.
ილიას დედა - მარიამი თბილისელი მკვიდრი იყო,ბებურიშვილის ქალი,ასული კახეთის აზნაურის ქრისტეფორე ბებურიშვილისა.მარიამი დაბადებულა 1818 წელს.იგი სრულიად ახალგაზრდა გათხოვილა გრიგოლზე.
მარიამი ძველებურის წესით კარგად განათლებული ყოფილა ქართულ ენაზე.მარიამი ნათელი ბუნების ადამიანი ყოფილა,შესანიშნავი აღმზრდელი თავისი შვილებისა.
ილიას მშობლებს ექვსი შვილი ჰყოლიათ : კონსტანტინე,ნინო,ილია,ელისაბედი,თემური და სვიმონი.
ილიას უფროსი ძმა კონსტანტინე,რომელიც 1852 წელს მამას გაუგზავნია მოსკოვის უნივერსიტეტში შესასვლელად,მამის გარდაცვალების შემდეგ,ჩამობრუნებულა საქართველოში.იგი ჯერ სრულიად ახალგაზრდა 22 წლისა მოუკლავთ ლეკებს 1854 წელს,როცა შამილის რაზმი თავს დაესხა წინანდალს და გაიტაცეს პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილის,დავითის სახლობა.კონსტანტინე კახეთიდან ტყვეების გამოსახსნელად წასულ მდევართა შორის ყოფილა და ლეკებთან შეტაკების დროს დაღუპულა.უმცროსი ძმა ილიასი,სვიმონი სრულიად მცირეწლოვანი გარდაცვლილა.მესამე ძმა ილიასი - თემური -გარდაცვლილა 1860 წელს,15 წლისა,როდესაც იგი პეტერბურგში კადეტთა კორპუსში სწავლობდა.ილიას და -ძმებიდან შერჩნენ დები ნინო და ელისაბედი.
ილია ათი წლისა იყო,როდესაც 1848 წელს გარდაიცვალა ილიას დედა მარიამი,ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქალი,30 წლისა.
ილიას მამამ, გრიგოლმა, ობლების აღზრდა მინდო მამიდა მაკრინეს.მაკრინემ,გათხოვილი ივანე არაგვის ერისთავზე,ამ დროს დაქვრივებული იყო.გრიგოლის თხოვნით,მაკრინე დაბრუნდა სამშობლო სოფელ ყვარელში და იტვირთა ობლების აღზრდა,რომელთაც ნამდვილი დედობა გაუწია.
ილიას დედა ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა, როდესაც 1845 წელს, 8 წლის ილია მშობლებმა მიაბარეს სოფლის საშინაო სკოლაში ადგილობრივ მთავართან. ილია მეთერთმეტე წელში იყო გადამდგარი,როდესაც მამამ 1848 წლის იანრისათვის ჩამოიყვანა იგი თბილისში სასწავლებელში შესაყვანად. ილია ამ პანსიონში სწავლობდა 1848-1851 წლებში. ილიამ პანსიონის პროგიმნაზიული კურსი დაამთავრა 1851 წელს და შემდეგ შევიდა გიმნაზიაში, სადაც იგი მე-4 კლასში მიუღიათ. ილია ახალშესული იყო გიმნაზიაში,როდესაც 1852 წლის 8 დეკემბერს გარდაეცვალა მამა ამის შემდეგ ილიას ოჯახი უკიდურეს მაერიალურ გაჭირვებაში ჩავარდნილა. გრიგოლის ძმის ვალების გამო ობლებს უსახლ-კაროდ დარჩენა ელოდათ თუმცა მამიდა მაკრინეს გამჭრიახობისა და თაოსნობის შედეგი იყო, რომ მან, ნათესავების დახმარებით, ობლების სახლ-კარი გადაარჩინა გაყიდვას და რომ ილიამ შესძლო სწავლის გაგრძელება.
თბილისის გიმნაზია, სადაც ილია სწავლობდა უძველესი საშუალო სასწავლებელი იყო თბილისში. გიმნაზიაში ილიასთან ერთად სწავლობდნენ მთელი რიგი მოწაფეები, რომლებიც შემდეგ იყვნენ ილიას თანამშრომელნი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე,ან მეგობრები: ნიკო ღოღობერიძე, დავით ყიფიანი, პეტრე ნაკაშიძე, რომელსაც ილიამ უძღვნა თავისი ,,ქართლის დედა” და ,,დიმიტრი თავდადებული”; ივანე პოლტარაცკი,რომელსაც ილია წინამძღვრიშვილთან ერთად - ილიამ უძრვნა ,,აჩრდილი”; დიმიტრი ყაზბეგი; კოხტა აფხაზი,ილიას თანშეზრდილი ამხანაგი და ნათესავი, ავტორი მოგონებებისა ილიაზე.
1856 წელს ილიამ დაამთავრა გიმნაზიის კურს, მაგრამ საბოლოო გამოცდები აღარ ჩაუბარებია და როდესაც 1857 წელს ილია გაემგზავრა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესასვლელედ სავალდებულო გამოცდები მან პეტერბურგში ჩააბარა უნივერსიტეტში შესვლისას.
წყარო : სახელმწიფო გამომცემლობა ,, თბილისი" 1957.
No comments:
Post a Comment