ილია პეტერბურგში ჩავიდა 1857 წლის ზაფხულში. ილიამ ჩააბარა უნივერსიტეტში შესასვლელი გამოცდები და 1857 წლის ოქტომბერს ჩაირიცხა სტუდენტად პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
ილიამ უნივერსიტეტში დაჰყო 4 წელი. ,,იცი, მკითხველო,-ამბობს ილია ,,მგზავრის წერილებში”, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა, მისთვის ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა. ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული… ო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასტყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგეხმარა”.
როგორც ირკვევა, სტუდენდობის დროდ ილია განსაკუთრებით ბევრს მუშაობდა ქართული მწერლობის, ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურის ძეგლთა შესწავლაზე. ილიას ასევე სტუნდენტობის დროსვე საფუძვლიანად შეუსწავლია ახალი ქართული ლიტერატურის გვერდით ძველი ქართული მწერლობა, რომლის დიდი დამფასებელი რჩებე ილია მთელი თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე. ძველი ქართული მწერლობის მდიდარი მემკვიდრეობიდან ილია, გარდა რუსთაველისა, რომელლიც ბოლომდე დარჩა ილიას უსაყვარლეს მწერლად,გარდა დავით გურამიშვილისა, ძველი ქართული პროზიდან განსაკუთრებით მაღლა აყენებდა ,,ვისმარიანს” და სულხან-საბა ორბელიანს.
გარდა ქართული კლასიკური მწერლობის მემკვიდრეობის შესწავლისა, ილია სტუდენტობის დროსვე საფუძვლიანად გასცნობია საქართველოს ისტორიას,იმ დროს ცნობილი წყაროების მიხედვით. ,,აჩრდილის” პირველ ვარიანტში, რომელიც სტუდენტობის დროს 1858-1859 წლეწბშია დაწერილი, ჩვენ გვაქვს გამოძახილი როგორც ქართულ მატიანეთა, ,,ქართლის ცხოვრებისა”, ისე ანტიკური ხანის ავტორების ცნობებისა საქართველოს წარსულის შესახებ.
ახალი ქართული მწერლობიდან ილია დიდად აფასებდა მე-19 საუკუნის პირველინახევრის პოეტებს - ალექსანდრე ჭავჭავაძესა და გრიგოლ ორბელიანს.განსაკუთრებით გრიგოლ ორბელიანის ,,ღრმად ეროვნული პოეზია’’ ადრიდანვე ყოფილა ილიას სიყვარულის საგანი.
მაგრამ ნამდვილი სულიერი წინაპარი ილიასი,ეს არის გენიოსი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი,რომელმაც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დასახა ახალი გზები ლიტერატურის განვითარებისა.
ილიას მსოფლმხედველობას,როგორც ამბობს თვით ილია ,,მგზავრის წერილებში’’ ,დადებული აქვს ,,ქართული დვრიტა’’.აქ ქართულ დვრიტასთან ერთად ილიას პოლიტიკური მსოფლმხედველობის გამომუშავებაზე გავლენა იქონია რუსეთის რევოლუციონერ დემოკრატების დიდმა პლეადამ და აგრეთვე ,როგორც შემდეგ დავინახავთ,ევროპის დიდმა უტოპისტმა სოციალისტებმა.ილიამ რუსეთის დიდი რევოლუციონერი დემოკრატების პროგრესული იდეები თავისი დამონებული სამშობლოს სპეციფიკურ ვითარებას შეუფარდა,საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიას ერთ-ერთ ფუძედ დაუდო.
ილია სტუდენტობის დროს ახლოს ეცნობა როგორც რუსეთის რევოლიციოერი დემოკრატების დიად იდეოლოგიას ,ისე ევროპის აზროვნების ისტორიას.თუ რამდენად ინტენსიურად მუშაობდა ილია სტუდენტობის დროს,თუ რამდენად ფართო იყო ახალგაზრდა ილიას ინტელექტუალური ინტერესები,ამის მაჩვენებელია,მაგალითად ნუსხა იმ წიგნებისა,რომლებიც ილიას დაუმუშავებია 1860 წლის ბოლოს.ის ნუსხა ჩაწერილია ილიასეულ ერთ ხელნაწერში სტუდენტობის დროისა,რომელიც 1860 წლის დეკემბერშია გადაწერილი.ამ ნუსხაში გვხვდება როგორც მხატვრული ლიტერატურა,- შექსპირი,დიკენსი,გოეთე,შილერი,ისე ამის გვერდით ბეკონი და დეკარტი, ,,ათენის რესპუბლიკის ისტორია’’ და ,,მსოფლიო მექანიკური თეორია’’ .
როგორც ირკვევა,ილი ახლოსაა გაცნობილი საფრანგეთის დიდ განმანათლებლებს,ასევე გერმანელ ფილოსოფიას,კერძოდ ჰეგელს.ეს ჩანს,პირველ რიგში იმ ბრწყინვალე ფილოსოფიურ-პუბლიცისტური ნაშრომიდან,რომლითაც იხსენბა ილიას ჟურნალი ,,საქართველოს მოამბე’’.
ილია,როგორც ირკვევა,გაცნობილი იყო დიდ უტოპისტ სოციალისტებს,რომელთა იდეების მიმდევრად ილია გვევლინება როგორც ახალგაზრდობის დროინდელ ,,აჩრდილში’’,ისე თავის ერთ-ერთ უკანააკნელ წერილში ,,მეცხრამეტე საუკუნე’’,რომელიც ილიას ერთგვარ პოლიტიკურ ანდერძს წარმოადგენს.ილია,როგორც ჩანს,ახალგაზრდობიდანვე თვალყურს ადევნებდა ევროპის სოციალისტურ მოძრაობასიგი გაცნობილი იყო ანარქიზმის მოძღვრებასაც.რასაკვირველია,შემთხვევითი არ იყო ის გარემოება ,რომილია თავის ,,საქართველოს მოამბეში’’ ადგილს უთმობს პრუდონს.
აქ ცალკე შევხვდებით ილიას წმინდა ლიტერატურულ ინტერესებზე მისი სტუდენტობის ხანაში.ილია სტუდენტობის დროს საფუძვლიანად გასცნობია ,როგორც ქართულ მწერლობას,ასევე რუსულსა და ევროპულ ლიტერატურას.ილიას ლიტერატურულ ინტერესთა წრეზე მიუთითებს ილიას თარგმანები.ილიას სტუდენტობის დროს ეკუთვნის თარგმანები რუსი პოეტების პუშკინისა და ლერმონტოვისა,ინგლისელი,გერმანელი და ფრანგი პოეტების - ბაირონის,ვალტერ-სკოტის,გოეთესი,შილერის,ჰეინესი,რიუკერტისა,ანდრე შიენესი.ილია ხშირი მკითხველი ყოფილა ასევე ილიადასი,ლუკრეცისა,ვირგილისა ,ჰორაცისა.
ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი მათ შორის იყვნენ : აკაკი წერეთელი,კირილე ლორთქიფანიძე,ნიკო ღოღობერიძე,ბესარიონ ღოღობერიძე,პეტრე ნაკაშიძე,დავით ყიფიანი და სხვები.ქართველი ახალგაზრდობა რუსეთში ადრეც მიდიოდა სასწავლებლად,მაგრამ ქართველი სტუდენტების ასეთი დიდი ჯგუფის ერთად შემოკრება ერთ ქალაქში პირველი შემთხვევა იყო.ნიკო ნიკოლაძის ცნობით,ქართველ სტუდენტთა წრის ყველას მიერ აღიარებული მეთაური და იდეური ხელმძღვანელი იყო ილია ჭავჭავაძე.ილია გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს,რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეადგინა ,,პირველი დასი’’.ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - ,,თერგდარეულთა’’ ტრადიციები.ქართველ სტუდენტა წრე ილიას ხელმძღვანელობით ხშირად იკრიბებოდა. ,,ვბაასობდით როგორც საზოგადო საკითხებზედ,აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულ სამშობლოს მომავალზედ’’ - წერს ამ წრის ერთ-ერთი წევრი - კოხტა აფხაზი.
ილიას სტუდენტობის დროს,როგორც ირკვევა,დიდ სიღარიბეს განიცდიდა,ეს ჩანს ილიას წერილებიდან.ამ ღარიბული ცხოვრების შედეგი იყო,რომ ილია,ბუნებით ჯამრთელი ადამიანი,ავად გამხდარა მეორე კურსზე ყოფნის დროს,1859 წელს მას ჭლექის ნიშნები გამოსჩენია და სისხლს იღებდა.იგი ავადმყოფობის გამო ჩამოვიდა საქართველოში.ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი მან საქართველოში გაატარა და შემოდგომაზე ისევ უკან გაბრუნდა რუსეთში.
ილიამ 1860-61 წლებში მოისმინა მეოთხე კურსის ლექციები,მაგრამ ილიას აღარ დაუცდია საგნების ჩასაბარებლად და 1861 წლის გაზაფხულზე ილია წამოვიდა საქართველოში,ჩანს ისევ ჯამრთელობის მდგომარეობის გამო.ილია რუსეთში არ იყო გაბრუნებული საგნების ჩასაბარებლდ და უნივერსიტეტის დასამთავრებლად რომ პეტერბურგის უნივერსიტეტში სტუდენტთა არეულობა დაიწყო 1861 წლის სექტემბერში.25 სექტემბრისათვის შეწყდა ლექიების კითხვა და უნივერსიტეტის კარები დაკეტეს.ილია უნივერსიტეტიდან გამორიცხეს თუ თვითონ არ ისურვა სწავლის გაგრძელება საკიტხავია,თუმცა მაინც ნათელია რომ ილია თავისი ნებით არ წამოსულა და გამორიცხეს,მიუხედავათ იმისა,რომ მას არ მიუღია მონაწილეობა არეულობაში,მას საიდუმლოდ მაინც ადევნებდნენ მანამდე თვალყურს და კარგად იცოდნენ,რომ ილია იყო ქართველი სტუდენტთა წრის მეთაური და იდეური ხელმძღვანელი .ხელისუფლებისათვის უცნობად არ დარჩენილა ის კრებები ქართველი სრუდენტებისა - ილიას ხელმძღვანელობით,სადაც მსჯელობის საგანი იყო ხოლმე ,,საზოგადო კითხვები’’ და ,,ჩვენი დაბეჩავებული სამშობლოს მომავალი’’. საბოლოო ჯამში ირკვევა,რომ ილია გამორიცხეს უნივერსიტეტიდან,მას აღარ დაუმთავრებია სწავლა,ასე დამთავრდა ილიას სტუდენტობის წლები და სამშობლოში მოღვაწეობა დაიწყო.
წყარო : სახელმწიფო გამომცემლობა ,, თბილისი" 1957.
No comments:
Post a Comment