ილია საქართველოში დაბრუნდა ,როგორც მოვიხსენეთ, 1861 წელს.ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა,ქვეყნის ცოცხალი ძალები.ამ დროს ჩაეყარა საფუძველი,ილიას მოთავეობით,იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას,რომელიც ,,პირველი დასის’’ სახელით არის ცნობილი.
გავეცნოთ ილიას ნაწერებს,რომლებიც ამ ხანაში 1861-1863 წლებშია დაწერილი.
1861-1863 წლებს ეკუთვნის ილიას უმნიშვნელოვანესი თხზულებანი: ,,მგზავრის წერილები’’ და ,,კაცია-ადამიანი?!’’. ამავე პერიოდს ეკუთვნის ილიას ფილოსოფიურ-პუბლიცისტური წერილი,რომელითაც იხსნება ილიას ჟურნალი ,,საქართველოს მოამბე”. წერილში ილია შემოხაზავს თავისი დასისა და ჟურნალის სამოქმედო პროგრამას:
,,ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა.მისი გაუმჯობესება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია...თვითონ ცხოვრება აღმოშობავს ხოლმე თავის რჯულსა და კანონსა,-ამ კანონს გაგება უნდა,გამოფენა საქვეყნოდ და შეძლებისამებრ გზის გახსნა,რომ მისი წარმოება არაფერმა შეაყენოს.ამიტომაც ჩვენი ,,მოამბის” უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრება იქნება,თავის სრულის წაროებითა,სრულის ვითარებითა...ჩვენ აწინდელის ცხოვრების წრეში ჩადგომა გვინდა,მისგან ყრუ ჩაძახილის ამოხსნა,მისი ვითარების ცნობაში მოყვანა,მოძრაობისათვის გზის გახსნა...’’
ილია და მისი დასი, 60-იან წლებში,სალიტერატურო პუბლიცისტურ მოღვაწეობასთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე.1862 წელს ილია ჭავჭავაძე,ახალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად შეეცადა დაეარსებინა ქართული ლიტერატურული საზოგადოება,რომლის მიზანი ქართული წერა-კითხვისა და წიგნების გავრცელება იყო ხალხში,მაგრამ მთავრობამ ნება არ დართო ასეთი ორგანიზაციის მოქმედებას.
1863-1865 წლებში საქართველოში მზადდებოდა საგლეხო რეფორმა.ილიას ამ დროს შეტაკება მოუხდა რეაქციონურად განწყობილ თავადაზნაურობის წრეებთან.
ამ მძიმე პირობებში ილიამ შეძლო გამოეცა ,,საქართველოს მოამბის” 12 წიგნი,რის შემდეგაც ჟურნალი დაიხურა.,,საქართველოს მოამბის” ფურცლებზე 1863 წელს დაიბეჭდა ილიას შემდეგი ნაწერები: ,,კაცია-ადამიანი?!”
,,გლახის ნაამბობი”
,,კაკო ყაჩაღი”
,,აჩრდილი”-დან ნაწყვეტები.
ილია ჭავჭავაძის დიდი რეფორმა იყო ქართულ ენაში ახალი სალიტერატურო ენის დამკვირდება რაც მისი მოღვაწეობის შედეგია.
წყარო : სახელმწიფო გამომცემლობა ,, თბილისი" 1957.
თირკმელის ყიდვა გინდა თუ თირკმლის გაყიდვა? ეძებთ შესაძლებლობას, რომ გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულით ფინანსური ავარიის გამო და არ იცით რა გააკეთოთ, მაშინ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას 500,000 დოლარად თქვენი თირკმლისთვის. მე მქვია ექიმი ფილიპ მაქსველი, ვარ ნევროლოგი BARTON MEMORIAL HOSPITAL-ში და MAX SUPER SPECIALTY HOSPITAL-ის შვილობილი კომპანია, ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმლის ქირურგიაში და ასევე გვაქვს თირკმელების ყიდვა-გადანერგვა ცოცხალი და შესაბამისი დონორით. ჩვენ განლაგებული ვართ ინდოეთში, თურქეთში, აშშ-ში, მალაიზიაში, ინდოეთში.
ReplyDeleteთუ თქვენ დაინტერესებული ხართ თირკმლის გაყიდვით ან ყიდვით, გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე.
Whatsapp: +1(850) 3137832
ელექტრონული ფოსტა: memorialbarton@gmail.com
Საუკეთესო სურვილებით.
საერთაშორისო ურთიერთობების უფროსი.
ექიმი ფილიპ მ. MSC.HDPAD