ილიას ნაწერები პირველი პერიოდისა(1857-1861).ილია ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგი



ქართველი ერის უკვდავ მოღვაწეთა შორის ჩვენ გვინათებს შარავანდედით მოსილი სახე ილია ჭავჭავაძისა.ილია ჭავჭავაძე ცენტრალური ფიგურაა მეცხრამეტე საუკუნის ქართულ მწერლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოღვაწე აკაკი წერეთელი არიან დიდი ფუძემდებელნი ახალი ქართული მწერლობისა და ახალი ქართული სალიტერატურო ენისა.ილია ჭავჭავაძის სამწერლო მოღვაწეობა უაღრესად ფართო დიაპაზონისა,შეიძლება ითქვას - უნივერასლური ხასიათისა იყო.ილია არის შემოქმედი ბრწყინვალე შედევრებისა მხატვრული მწერლობის დარგში,როგორიცაა: ,,განდეგილი’’ და ,,კაცია-ადამიანი?!’’, ,,კაკო ყაჩაღი’’ და ,,გლახის ნაამბობი’’ , ,,ბაზალეთის ტბა’’ და ,,ოთარაანთ ქვრივი’’ , ,,აჩრდილი’’ და ,,მგზავრის წერილები’’ .
ილია ამავე დროს არის დიდი პუბლიცისტი,ასევე კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე,ისტორიკოსი,ეკონომისტი,სოციოლოგი,ღრმა მოაზროვნე.ილია არის ქართველი ერის დიდი განმანათლებელი.
ილია უდიდესი საზოგადო მოღვაწეა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოსი,ქართველი ერის დიდი მოჭირნახულე.ილია არის საქართველოს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი ბელადი.
წყარო : სახელმწიფო გამომცემლობა ,, თბილისი" 1957.

No comments:

Post a Comment